Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ციხეში მყოფი პატიმრებიდან ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

თარიღი : 13-01-2021, 10:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 883 ტესტიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი.

“ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში მიმდინარე წლის 11 იანვარს N2 პენიტენციურ (ქუთაისის) დაწესებულებაში მყოფ 883 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა ტესტირება და მათგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მასთან კონტაქტში მყოფი ოთხივე თანამესაკნე დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არის იზოლაციაში მოთავსებული და მათ ორ კვირაში განმეორებით ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.

რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, შეგახსენებთ, რომ სამუშაო ადგილზე ისინი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ბახილები, ხელთათმანები და ა.შ.) არიან აღჭურვილები და კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენის ტესტით მოწმდებიან. ამასთან, დაწესებულების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში დაწესებულებაში შესვლამდეც გადიან PCR ტესტირებას,”-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 62-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული

ამინდი