Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი წყვილი, რომელთაც სამჯერ გადაიხადეს ქორწილი და მალე მეოთხედაც აპირებენ

თარიღი : 12-01-2021, 22:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ალბათ უკვე ბევრი იცნობთ ქუთაისელ წყვილს, რომელთაც ქორწილი სამჯერ გადაიხადეს და მალე, მეოთხედაც აპირებენ.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს რესპონდენტი კაწია გრიგოლასია. გოგონა, რომელიც ცდილობს მუდამ ხალისიანი იყოს და ყოველი დღე დღესასწაულად აქციოს. გიჟური თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ კაწია თავად გვიყვება.

"ჩემი მეუღლე ბანკში მუშაობს, იქ გავიცანი შემთხვევით, მოგვეწონა ერთმანეთი და მალე დავქორწინდით, ეს იყო პირველი სიყვარული და ბოლო. 14 წელია ერთად ვართ, 2 შვილი გვყავს. დღემდე ისე ვართ, როგორც შეყვარებულები. სულ ვმართავთ პაემნებს, კვირაში ერთხელ შეიძლება ასეთი რამ გავაკეთოთ: ბავშვები ბებია-ბაბუასთან დავტოვოთ და სადმე წავიდეთ, ასე ვიხალისებთ ცხოვრებას. არ ვამბობ "ქმარს", სულ ვიძახი, რომ შეყვარებულები ვართ ისევ. ვცდილობთ, ყოველი დღე დღესასწაულს ჰგავდეს. სამჯერ გადავიხადეთ უკვე ქორწილი. პირველი, როგორც ყველას, ტრადიციული გვქონდა: ნათესავებით, ბევრი უცნობი ხალხით, იყო გრძელი სადღეგრძელოები და ა.შ, როგორც იციან. მაშინ პატარა ვიყავი, 17 წლის და რაღაცნაირად გული დამწყდა, რომ როგორიც გვინდოდა, ისეთი არ იყო. ამიტომ, წლების შემდეგ, მეორე ქორწილი თუშეთში გადავიხადეთ. წავიყვანეთ მეგობრები, ვნახეთ ულამაზესი ადგილები, სასწაული დრო ვატარეთ. საღამოს დიდი კოცონიც დავანთეთ. მოკლედ, ისე მოგვეწონა, გადავწყვიტეთ გაგვემეორებინა. ამიტომ, წელსაც გადავიხადეთ ზემო აჭარაში, ხიხანის ციხეზე, ძალიან ლამაზი ადგილია, იქ გვქონდა ჯვრისწერის ცერემონიალივით, იქაც მეგობრები გვყავდა. შემდეგ გამოვიარეთ ბათუმში, მოკლედ, ორი დღე გვქონდა ქორწილი. კურიოზივითაც გადაგვხვდა: ზემო აჭარაში, კოტეჯები რომ ვიქირავეთ, ცალ-ცალკე დაგვაწვინეს გოგოები და ბიჭები (ასეთი ტრადიცია ჰქონიათ). ამგვარად, პირველ ღამეს ჩემი ქმარი ძმაკაცებთან ერთად იყო ოთახში, მე კიდევ -დაქალებთან. ბევრი ვიცინეთ ამაზე, გემრიელად დაგვამახსოვრდა. ისეთი ემოციებით დავბრუნდით, საღამოს მეუღლე მეუბნება: "აუ, მეოთხე ასეთი გავაკეთოთო"...

ისეთი ბედნიერები ვიყავით ამ ვითომ ქორწილების სამზადისში, მე კაბას ვიკერავდი, მეუღლე - პიჯაკს, პლიუს ტორტი, აქეთ ქორწილის სიას ვადგენდით, ვინ უნდა ყოფილიყო და ა.შ. რატომ არ უნდა გააკეთო ის, რაც გაბედნიერებს?. ვაპირებთ მეოთხესაც, რომელიც უფრო მაგარი იქნება. ძალიან დიდი ხანია, ოცნებად გვქონდა საკუთარი სახლი სოფელში, რომელსაც ჩვენ თვითონ გავაკეთებდით. ეს ოცნებაც ავიხდინეთ, ვიყიდეთ, რემონტსაც ვასრულებთ და მეოთხე ქორწილს სწორედ აქ ვგეგავთ. მოვრთავთ ეზოს, გავაკეთებთ გრანდიოზულს მეგობრების წრეში. ამასაც 3 აგვისტოს ვგეგმავთ, წინა ქორწილებიც ამ დროს გვქონდა, ჩემი დაბადების დღეა და თან ქორწილსაც ვამთხვევთ ხოლმე, ამასთან, კარგი პერიოდია, ზაფხულია,"-ამბობს კაწია.

ჩვენი რესპონდენტი ყველას ურჩევს, იყვნენ მადლიერები და დააფასონ უფლისგან ნაჩუქარი ყოველი დღე. ეცადონ, ყველა წვრილმანში პოზიტივი დაინახონ.

"ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრების თანამგზავრად ისეთი ადამიანი ჰყავდეს, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ეყვარება, ანალოგიურად თვითონ. საერთოდ არაფერი რომ არ ჰქონდეს წყვილს, სიყვარულს იმხელა ძალა აქვს, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით ყველაფერს შეძლებენ ღმერთის დახმარებით. ნამდვილი სიყვარული არასდროს ხუნდება. ყველა ადამიანს ვეტყოდი, აუცილებლად სიყვარულით შექმნან ოჯახი. უნდა იყო ისეთი ადამიანის გვერდით, როგორიც შენნაირია. ყველას ვურჩევდი, ყველაფერში დაინახონ პოზიტივი, ყველა წვრილმანში. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და პრობლემებში და ნერვიულობაში არ უნდა გავატაროთ. დააფასეთ ყოველი დღე და გაიღიმეთ! ... ვერაფრით ვერ იქნება ადამიანი ბედნიერი, თუ კმაყოფილების შეგრძნება არ აქვს და მადლიერი არაა. რასაც ეშველება, იმაზე დარდი არ ღირს და რასაც არა - იმაზე ხომ საერთოდ არ ღირს. ეს ჩემი მარტივი დევიზია. პრობლემაშიც კი სიკეთეს ვეძებ, რომ რაღაც მასწავლა, სულიერად გამზარდა, გამაძლიერა. ბედნიერებას წვრილმანებში ვხედავ, ამიტომ ვარ ალბათ სულ პოზიტიური,"-ამბობს კაწია გრიგოლასი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 2315-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი