Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘არსებული რესურსებით თითქმის ყველა პრობლემას ვუმკლავდებით,’-რა ხდება ხარაგაულში, სადაც სტიქის ებრძვიან?

თარიღი : 12-01-2021, 17:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სტიქიით მიყენებულ ზიანზე და ამ დროისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმის შედეგად არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რომელსაც ასევე, ხარაგაული-საჩხერე-ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში პაატა კვიჟინაძე და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს მერიაში შექმნილ ჯგუფს, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ცენტრალური გზები გახსნილია.

“პირველადი სამუშაოები დილიდან ჩატარებულია და ცენტრალურ გზებზე შეფერხებები არ არის. სტიქიის ზონებში ლოკალურად მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა ასევე, ჩინური კომპანიის ტექნიკა. რამდენიმე სოფელში საუბნო გზებზე გვაქვს პრობლემები და ეტაპობრივად მუშაობს ტექნიკა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოვახდინოთ რეაგირება.
პროცესებში ჩართულია მაჟორიტარი დეპუტატი, იმერეთის სამხარეო ადამინისტრაცია საქმის კურსშია და ამ ეტაპზე არსებული რესურსებით თითქმის ყველა პრობლემას ვუმკლავდებით,“- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

შეხვედრაზე ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მთელი ყურადღება გადატანილია იმაზე, რათა არ მოხდეს ცენტრალური და სოფლებამდე მისასვლელი გზების ჩაკეტვა.

“რაც შეეხება სტიქიის შედეგებს, როგორც კი გამოიდარებს და წყლის დონე დაიწევს დეტალურად შევისწავლით ზარალს და მივიღებთ შესაბამის ზომებს,”-აღნიშნა მაჟორიტარმა.


ნანახია: 230-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ამინდი