Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დატბორილი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და დახოცილი შინაური ფრინველი-სტიქია იმერეთის სოფლებში

თარიღი : 12-01-2021, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უხვმა ნალექმა იმერეთში გარკვეული პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთულია ვითარება სამტრედიის, წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.

რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ წყალტუბოში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები, ეზო და სახნავ-სათესი მიწები მთლიანად დატბორა. განადგრებულია ზამთრის მარაგი, დახოცილია შინაური ფრინველი. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა გაუწმენდავმა სანიაღვრე არხებმა გამოიწვია და ყოველი წვიმის დროს მსგავსი სიტუაციაა.

"ასე ვიტანჯებით 45 წელიწადია, მაგრამ კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. ყოველი წვიმის დროს, სახლში შემომდის წყალი. პირველი სართული ფანჯრის რაფამდე სულ დატბორილია. არჩევნებამდე იყვნენ მოსულები დეპუტატობის კანდიდატები, მთელი გამგეობა, შეგვპირდნენ დაგეხმარებითო. ჩაიარა არჩევნებმა და არც ფული მოუციათ, არც ზარალი აუნაზღაურებიათ, მოგვატყუეს,”-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

"ეს მარტო წვიმის წყალი არაა, კანალიზაციების წყალიცაა შეერთებული და შემოდის სახლში. მე პირველ სართულზე ვცხოვრობ. გამიფუჭდა ყველანაირი ავეჯი, ტექნიკა. სამი თვის წინაც მსგავსი სიტუაცია იყო, მოვიდნენ, აღწერეს ზარალი, დაგეხმარებითო, ჩაიარა არჩევნებმა და მაინც არაფერი. ახლა, რამდენი გაწვიმდება, იმდენი წყალი შემოდის, რა ვქნათ?,”-აცხადებს მეორე დაზარალებული.

"ოჯახები გვყავს, ყველას რაღაც გაგვაჩნია, ყველაფერი დაგვეხოცა, თუ ფრინველი, თუ კურდღელი. მთელი ღამე არ გვიძინია შიშით, იმის განცდით რომ აი, ახლა შემოვა წყალი, დავიტბორებითთქო. რამდენჯერ დაგვეტბორა აქამდეც ვინ იცის, ათასჯერ მივმართეთ მათ, ვისაც ხელეწიფება ამის მოგვარება, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია," - ამბობენ ადგილობრივები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში Topnews.com.ge-ს განუცხადეს,რომ ადგილზე, მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მისი მოადგილე უკვე იმყოფებოდნენ. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დადგინდება ზარალიც.

წყალტუბოსთან ერთად, დატბორილია სამტრედიისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების სოფლებიც.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 151-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელში სახნავ-სათესი მიწები, საცხოვრებელი სახლები და სათბურები დაიტბორა, ასევე დახოცილია შინაური ფრინველი.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, რაიონის დატბორვის მიზეზი გაუმართავი სანიაღვრე სისტემაა, რის გამოც ყოველი წვიმის შედეგად მათი
ადგილობირივების თქმით, უხვი ნალექის გამო, ისინი მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
ქეთევან მამრიკიშვილი ამბობს, რომ უკვე სამი თვეა ყოველი გაწვიმების დროს მისი სახლი წყლით იფარება.

ამინდი