ხარაგაულში სტიქიას ებრძვიან-მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა
თარიღი : 12-01-2021, 12:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხანგრძლივი წვიმის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში პრობლემები შეიქმნა.
ადიდებულმა მდინარე ძირულამ დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, მოვარდნილმა ღვარცოფებმა და მეწყერულმა წარმონაქმნებმა დააზიანა საუბნო გზები.
მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა, ასევე გვეხმარება ჩინური კომპანიის ტექნიკა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზარალი იყოს ნაკლები. ამ დროისთვის ლოკალურად გზებზე გადაადგილება არსად არაა შეზღუდული. არც ერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი გარესამყაროს. მერიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც პერიოდულად იღებს ინფორმციას სოფლებიდან, რაზეც ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.