სოფელ წითელხევში ახლადრეაბილიტირებული ხიდი, რომელმაც სატვირთო ავტომობილს ვერ გაუძლო და ჩავარდა, რეაბილიტაციას საჭიროებს
თარიღი : 12-01-2021, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობიანი საქართველო”-ს პრეზიდენტი ირაკლი ჩიგოგიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების უხარისხობაზე საუბრობს.
მისი თქმით, უხარისხოდ შესრულდა სოფელ წითელხევში საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია. ახლადრეაბილიტირებულმა ხიდმა კი დატვირთვას ვერ გაუძლო და იმ დროს ჩავარდა, როდესაც მასზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა.
“დღეს სწორედ ის ადგილი მოვინახულე, სადაც სატვირთო მანქანა ჩავარდა იმ დროს, როდესაც სოფელ წითელხევის დამაკავშირებელი გზის მობეტონების პროექტი მიმდინარეობდა. აღნიშნული კი 2020 წლის გაზაფხულზე ხდებოდა, იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ხიდი ამ მდგომარეობაშია. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ტროლების თქმით ხიდი 50-იან წლებში იყო აგებული და ამიტომ ვერ გაუძლო მძიმე წონას, თუმცა აღნიშნული ხიდი 2019 წელს იქნა რეაბილიტირებული, აქ უკვე ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ პროექტი უხარისხოდ შესრულდა და მერიის შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნული ფაქტი დამალა ან/და აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები არ არიან პროფესიონალები და ვერ ადგენენ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის დადგენას.ასევე კითხვის ნიშანი ჩნდება მერიის ხელმძღვანელობასთან, რატომ ვერ მოხდა პროექტის ხარისხიანობის დადგენა და საქმის დეტალური შესწავლა, აგრეთვე დაზიანებული ხიდის აღდგენა. ფაქტია ხიდმა 1 წელიც ვერ გაძლო და ადგილობრივებს გადაადგილება უწევთ ალტერნატიული დროებითი ხიდის გამოყენებით, რომელიც გაკეთებულია ე.წ ბოგირებით. ეს ფაქტი კი სწორედ შესაძლო კორუფციული გარიგებების არსებობის ეჭვს ჰბადებს,”-ამბობს ირაკლი ჩიგოგიძე.
ბაღდათის მერიაში აცხადებენ, რომ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.