Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრის 800-მდე თანამშრომელს ტესტირება უტარდება

თარიღი : 11-01-2021, 17:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის სავაჭრო ცენტრ "გრანდმოლის" 800-მდე თანამშრომელს კოვიდზე ტესტირება უტარდებათ. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს “გრანდმოლის" დირექტორმა ნატო დანელიამ განუცხადა. მისი თქმით, ტესტირება დღეს დაიწყო და თვეში ორჯერ ჩატარდება.

“ლაბორატორია გვყავს მოყვანილი. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა, რომ უნდა გავიაროთ ტესტირება, თან ორჯერ. მეორე ტესტირება, დაახლოებით 25 იანვრისთვის გვიწევს. თებერვლისთვის ალბათ გავიხსნებით. ჯერ გადაწყვეტილი არაა,”-ამბობს ნატო დანელია.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვები 1 -ელ თებერვლამდე გაგრძელდება.

"ჩვენი ამოცანაა, 1 თებერვლამდე დარჩენილი, 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ 1 თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის. დღესაც, ხვალაც ჩემს მოადგილეებს, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, აქვთ სამუშაო შეხვედრები არასასურსათო ვაჭრობასთან, ბაზრობებთან ექნებათ შეხვედრები და ჩვენ, იმ დროში, რაც პირველ თებერვლამდე დარჩა, უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 340-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვიცე-მერის განცხადებით, კონკურსები გაგრძელდება და პროცესი ეტაპობრივად ქალაქის მერიას დაქვემდებარებულ ყველა არაკომერციულ,

ამინდი