Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლეგენდარული ქუთაისელი ძიუდოისტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

თარიღი : 11-01-2021, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლეგენდარული ქუთაისელი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი ჯამრთელობის უმძიმესი პრობლემის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გასულ წელს გახდა. ხახალეიშვილს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა, რისთვისაც საჭირო გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია გახდა. სამწუხაროდ, ლეგენდარული ძიუდოისტის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში გავიდა. ამასთან, ის პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც, ოლიმპიურ თამაშებზეაჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

ბეჭდაუდებელი ძიუდოისტის გარდაცვალება ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქვეყანას მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ქუთაისელი ფალავანის ხსოვნა მის მშობლიურ ქალაქში არასდროს ჩაქრება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 300-ჯერ

მსგავსი სიახლეები
92 წლის ასაკში ქართველი კლასიკოსი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა.
ნინო ღაჭავა 2010 წელს, 41 წლის ასაკში, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.

ამინდი