Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ივანიშვილს მსგავსი არაერთი ტრიუკი აქვს ჩატარებული,’-ქუთაისში ოპოზიციას ივანიშვილის გულწრფელობის არ სჯერა

თარიღი : 11-01-2021, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ოლიგარქმა წერილი პარტიის Facebook-გვერდის საშუალებით გაავრცელა. თვლის, რომ მისი მისია შესრულებულია და ისევ ძველ, კერძო ცხოვრების წესს დაუბრუნდება.

"ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი,"-აღნიშნავს ივანიშვილი.

ივანიშვილის ამ განცხადებას, Topnews.com.ge -სთან მორიგ თაღლითობად აფასებენ ქუთაისის ოპოზიციური პარტიის წევრები.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ივანიშვილმა არაფრისმთქმელი წერილით მოიხსნა სრული ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე. მისი თქმით, ამის შემდეგ არაფორმალური მმართველობა კიდევ უფრო მძიმე ფორმებში გადავა.

"ეს არის მორიგი თაღლითობა. ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ ქვეყანა მისი მოღვაწეობის შედეგად არის დეპოლტის პირას, გაზაფხულზე გველოდება ღრმა ეკონომიკური კრიზისი. კოვიდის მიმართულებით უმძიმესი შედეგები გვაქვს, რადგან მთავრობამ ვერ მოაბა თავი ვაქცინის ყიდვას და ძალიან მძიმე სიტუაციაშია ქვეყანა. ამას ემატება დასავლური პარტნიორების მიერ ახალი ტალღა, სავარაუდოდ ბაიდენის ადმინისტრაციის ზეწოლის. ამდენად, ის ცდილობს როგორმე აირიდოს პასუხისმგებლობა და ეს ყველაფერი გადააბაროს კობახიძეს და ამ რაღაცა არარაობებს, რომლებიც “ქართულ ოცნებაში” ჰყავთ დაბუდებული. მისი ხედვით, თავმჯდომარეობის დატოვება ქართველი ხალხის რისხვისა და დასავლური სანქციებისგან თავის დაძრომის საშუალებას მისცემს, თორემ ივანიშვილი რომ არ დაანებებს თავს პოლიტიკას, ამის ილუზია არამგონია ჰქონდეს ვინმეს,"-ამბობს შუშანია.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ივანიშვილი უკვე მეორედ წავიდა ჩრდილში და პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა. სინამდვილეში კი ის, ქვეყნის მართვის სადავეებს არ დათმობს.

"ეს ადამიანი თაღლითური გზით ცდილობს თვითონ კომფორტულად იცხოვროს, ეს ქვეყანა სულ ფეხებზე კიდია. რას ჰქვია გავიმარჯვეთ, გავამარჯვებინე და მივდივარ? მიდის ჩრდილში და ისვენებს. ის 8 წელიწადიც ხომ ასე გაატარა? რა მდგომარეობამდეც მიიყვანა ქვეყანა, ყველა უყურებს. მოიყვანა ისინი, მე არაფერში ვერევიო, წავიდა ჩრდილში და იქიდან არჩევდა ქურდულად მერე საქმეებს. ისევ ამ სტილში უნდა ცხოვრება. ჩრდილიდან, რუხი კაზინალივით უნდა რომ მართოს ქვეყანა, ძირითადი პასუხისმგებლობა კი იყოს გახარიებზე, თალაკვაძეეებზე, კობახიძეებზე და ამნაირ უსახო პირებზე. მაგის ტვინში რა იხარშება, ცოტა ძნელი მისახვედრია. ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყნისთვის სწორი და კარგი ნაბიჯი რომ არ გადაუდგამს, ეს ფაქტია,"-ამბობს წულაია.

ივანიშვილის მორიგი ტრიუკი - ასე ეხმაურება ივანიშვილის განცხადებას, "ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე. ის ქვეყნის ხსნას ხელისუფლების შეცვლაში ხედავს.

"ივანიშვილს მსგავსი არაერთი ტრიუკი აქვს ჩატარებული. მნიშვნელობა არ აქვს, მას ეს პოსტი ეკავება თუ არა, მთავარი წარმმართველი ძალა არის ივანიშვილი.. სწორედ მისი ქოლგის ქვეშ არიან ის პოლიტიკური სათამაშოები გადანაწილებულნი, რომლებიც ქმნიან “ქართულ ოცნებას”. აქამდეც, ყველა მნიშვნელოვან პოსტს ივანიშვილი თვითონ ანაწილებდა, თავად მართავდა ქვეყანას, ბიზნესებს და ასე გაგრძელდება კვლავ. ერთადერთი ხსნა ამ მახინჯი მმართველობისგან “ქართული ოცნების” და სისტემის ცვლილებაა, რასაც უკვე წლების განმავლობაში ვითხოვთ ქართული ოპოზიცია,"-ამბობს კიკვაძე.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან უკვე მეორედ წავიდა, თუმცა ირწმუნება, რომ ამჯერად საბოლოოოდ მიდის.

"ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს,"- აღნიშნა მან.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 213-ჯერ

მსგავსი სიახლეები
“ხალხის პარტიის“ თავმჯდომარის კობა დავითაშვილის განცხადებით, თუ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, შეუსრულებელი დარჩება ყველა ის
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.

ამინდი