Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ის ქალაქი, რომლის მკვიდრმა საბა კლდიაშვილმა საკუთარი სიცოცხლე ებრაელი ხალხის გადასარჩენად გაწირა, მსგავსს ანტისემიტურ განცხადებებს ვერ მოითმენს”

თარიღი : 10-01-2021, 13:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე,"-მღვდელმსახურების მიერ გაჟღერებული ანტიებრაული განცხადებების გამო, ქუთაისში აქცია გაიმართა. საუბარია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანესა და ქუთაისის სამების ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ილია კაკაძის განცხადებებზე, რომლებშიც მათ ებრაელი ხალხი უარყოფით კონტექსტში მოიხსენიეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მსგავსი განცხადებები მხოლოდ ერთ ქვეყანას აწყობს და ეს ქვეყანა რუსეთია. ამ აქციით მათ საზოგადოებას დაანახეს, რომ რამდენიმე ადამიანის სიტყვა, მთელი ქალაქის პოზიციას არ ნიშნავს. აქტივისტები ამბობენ, რომ ის ქალაქი, რომლის მკვიდრმა საბა კლდიაშვილმა საკუთარი სიცოცხლე ებრაელი ხალხის გადასარჩენად გაწირა, მსგავსს ანტისემიტურ განცხადებებს ვერ მოითმენს.

"ქუთაისისთვის ანტისემიტიზმი უცხოა. ეს ქალაქი არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ქართველები და ებრაელები ერთად, ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთ გამოხტომებზე ყოველთვის ადეკვატური და დროული პასუხი უნდა გასცეს,"-ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

"ვფიქრობ, რომ მსგავსი ქადაგება, მოწოდება, სიტყვა, წამოცდენა, გარდა იმისა რომ ბევრ სხვა პრობლემას გულისხმობს, ნიშნავს იმასაც, რომ შენ არ გესმის შენი ქვეყნის და შენი ქალაქის მთავარი ფასეულობა და ღალატობ ამ ღირებულებებს,"-ამბობს ზეკო ხაჩიძე.

აქტივისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეუფე იოანემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ქადაგება არასწორად იყო ინტერპრეტირებული, ქუთაისელმა აქტივისტებმა საჭიროდ ჩათვალეს დღევანდელი აქციის გამართვა. ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი გამოსვლა უფრო გაფრთხილება იყო, ვიდრე ჩვეულებრივი საპროტესტო აქცია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 238-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო სექტორს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან აქცია ხვალ 12:00 საათზე აქვთ დაგეგმილი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობას არ დაუშვებენ.

ამინდი