ხარაგაულში სანადირო თოფით მეზობლის მკვლელობისთვის მამაკაცი დააკავეს

შსს-ს იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ხარაგაულში, მეზობლის სანადირო თოფით მკვლელობისთვის, 30 წლის მამაკაცი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს - 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მას 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.