Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროტესტის 77 დღე-რიონის ხეობის დარაჯები პოზიციას არ ცვლიან

თარიღი : 10-01-2021, 09:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა წყალტუბოს სოფელ ჟონეთში 77-ე ღამე გააათენეს.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „ენკამ“ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სამუშაო პროცესი შეწყვიტა და 4 სამშენებლო მოედნიდან ტექნიკაც გაყვანილია, პროტესტის მთავარი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის.

“კომპანიის პრაქტიკული საქმიანობის შეწყვეტა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბრძოლა ნამოხვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებით დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც ხელისუფლება გაიხსენებს, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და აუცილებელია მისი აზრისა და ინტერესების გათვალისწინება, რომ ხალხი არ არის ვინმეს საკუთრება - ასეთი, როგორიც მას მოსწონს, ან ისეთი, „არაჯანსაღი“, რომელიც ხელს და ნერვებს უშლის. ხალხის გამოყენება არც ისე უხიფათოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ხელისუფლებას მოუწევს, აღიაროს ამ საქმეში დაშვებული შეცდომები, ბათილად ცნოს მთელი რიგი კანონდარღვევებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და მოიქცეს ისე, როგორც ევალება მას ღვთისა და ერის წინაშე.

77 ღამე შვიდი არ არის, თუმცა მდინარის ნაპირზე ღამისთევისთვის შვიდიც არ არის ცოტა. ამ ხნის მანძილზე არც ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი ჩვენ არ შეგვხმიანებია. ბოლო დროს, მხოლოდ რამდენჯერმე შეეხო ნამოხვანის ჰესების კასკადს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა, რა თქმა უნდა, მისთვის კომფორტულ სამთავრობო ტელესივრცეში, ერთხელაც - პარლამენტში, იძულებული გახდა ამ თემისთვის ერთი წუთი დაეთმო. ჩვენ მისი ამ მწირი განცხადებებით გავიგეთ, რომ მისი, როგორც მინისტრის, პოზიცია ჰესების ამ კასკადთან დაკავშირებით, და ზოგადად, ქართული ენერგოპოლიტიკის შესახებ სავსებით ჩამოყალიბებულია და კორექტირებას არ საჭიროებს. გვინდოდა ქალბატონი მინისტრისთვის პირადად აგვეხსნა, რომ ასეთი დამოკიდებულება არის ლობიზმი, რომ არსებობს კანონით სავალდებულოდ შესასრულებელი კვლევების მთელი ჩამონათვალი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ესა თუ ის პოზიცია გქონდეს, მაგრამ ვფიქრობთ, პირადი შეხვედრის შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცემა. რასაკვირველია, როგორც მოსალოდნელი იყო, მას არ გამოუთქვამს ჩვენთან შეხვედრის სურვილი. ჩვენ მოსახლეობადაც არ ვითვლებით, ისეთები ვართ, „არაჯანსაღები“,-აცხადებენ რიონის ხეობის დარაჯები.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 10 დღის წინ სოფელ ჟონეთში ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც თვლიან, რომ ჰესების პროექტის განხორციელება რიონის ხეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.


ნანახია: 197-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მდინარე რიონის ხეობის მკვიდრებმა ცაგერის სოფელ ტვიშში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივები მდინარე რიონზე 111 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას აპროტესტებენ.

ამინდი