Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ვხედავ, ქუთაისში აღდგება ის ქარხნები, კომუნისტების დროს რომ ფუნქციონირებდა. ქუთაისი იყო და იქნება ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი. მრავალი ადამიანი დასაქმდება”

თარიღი : 9-01-2021, 22:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
"ქუთაისი იყო და იქნება ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი,"-ასეთია ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება. ქართველმა წინასწარმეტყველმა სოციალურ ქსელში 2012 წლის ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმ ცვლილებებზე, რომელიც საქართველოში, მათ შორის ქუთაისში მოხდება.

"ლელა კაკულია: ქართველ პოლიტიკოსებს სამ სიტყვას ვეტყოდი: ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!

ის ცვლილებები, რომლებიც მომავალში საქართველოში მოხდება, ნამდვილად მოაძლიერებს ქართულ სახელმწიფოსა და ქართველებს. ეს ყველაფერი 20-25 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და სიტყვა-სიტყვით ასრულდება. მთავრობა იცვლება, იცვლება ყველაფერი და ეს, ვიმეორებ, საქართველოს სასიკეთოდ.

ვხედავ, ქუთაისში აღდგება ის ქარხნები, კომუნისტების დროს რომ ფუნქციონირებდა. ქუთაისი იყო და იქნება ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი. მრავალი ადამიანი დასაქმდება, ხოლო პროდუქცია კი დიდ შემოსავალს მოუტანს სახელმწიფოს. ეს სამხედრო ხაზითაა - მაგალითად, სამხედრო მანქანები, სამხედრო ვერტმფრენები და უამრავი სხვა რამ. ეს ძალზე საინტერესოა. მით უმეტეს, რომ ყველაფერი ეს ახალია და მოდერნიზებული, 21-ე საუკუნის თანამედროვე იარაღებია. ამაზე ბევრს ილაპარაკებენ, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ამას კანონიერ სტატუსს მიანიჭებენ. განსაკუთრებით ამერიკა იაქტიურებს. რუსეთი კი, როგორ ყოველთვის, წინააღმდეგია, თუმცა არაფერი გამოუვა,"-წერს კაკულია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 2367-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკეიტბორდის მოედანი ქუთაისი მერმა გიორგი ჭიღვარიამ შვილთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა, რომლებიც პარკის მოწყობას 7 წლის
ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი ქუთაისში, ბიზნესისა და ზოგადად ქალაქის პრობლემებზე საუბრობს.
მაგალითად, ერთ-ერთ ბრიტანულ ვებ-გვერდზე, The Culture trip, აღწერილია საქართველოს ულამაზესი კუთხეები და ქალაქები, რომლებიც
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მოკლე დროში ქუთაისი ტურისტებისათვის კიდევ უფრო საინტერესო ქალაქი

ამინდი