Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქუთაისი განვითარების შენელებული ტემპით მიდის,’-რა რჩევას აძლევს ‘ოცნების’ აქტიური სახე ქუთაისის ხელისუფლებას?

თარიღი : 7-01-2021, 13:52 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე Topnews.com.ge-სთან გასულ წელს აჯამებს. მისი თქმით, 2020 წელი ქუთაისისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის, მარტივი წელი არ ყოფილა და პანდემიამ ქალაქის განვითარება შეაფერხა, თუმცა ნიშნიანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგადად, ქუთაისი, თბილისთან და ბათუმთან შედარებით ნელი ტემპით მიიწევს წინ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ქალაქის ხელმძღვანელობას მეტი გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

"კარგი გეზი გვქონდა აღებული, მაგრამ, სამწუხაროდ ამ მსოფლიო პანდემიამ ძალიან დაგვარტყა. ეს შეეტყო ყველა სფეროს, განსაკუთრებით ეკონომიკას, აქედან გამომდინარე, მოსახლეობას, თითოეულ ჩვენგანს. ქუთაისისთვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, მძიმე გამოდგა 2020, მაგრამ, ასე თუ ისე მაინც გადავიტანეთ. რაიმე დიდი ჩავარდნები არ გვქონია. საერთოდ, ქუთაისი განვითარების თვალსაზრისით ცოტა შენელებული ტემპით მიდის. თბილისისა და ბათუმის განვითარების ტემპებს ჯერჯერობით ვერ ავუწყეთ ფეხი, მაგრამ ამას მთლად ხელისუფლებასაც ვერ დავაბრალებთ, თუმცა მათი გააქტიურება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ქალაქს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, ვიცნობ ამ ხალხს, რომლებიც ახლა მოვიდნენ, ქალაქის მერსაც, მაჟორიტარ დეპუტატსაც, საკმაოდ საქმიანი ხალხია, გამოცდილება აქვთ, იმედი არის, მაგრამ როგორ და რამდენად მოახერხებენ, ეს მომავლის საკითხია.

ზოგადად, ქუთაისი სამართავად არ არის მარტივი ქალაქი. ამაზე დიდ ქალაქებსაც უფრო მარტივად შეიძლება შეხედო, ვიდრე ქუთაისს. ქუთაისში მცხოვრებ ხალხს თავისებურება ახასიათებს, უფრო ამაყებიც არიან, დაფასება, მიდგომაც სხვანაირი უნდათ. როგორ დაიყენებს ქალაქის ხელმძღვანელობა ჩვენს ქუთაისელებს გვერდით, ამაზეც ბევრია დამოკიდებული. იმედია ყველაფერი კარგად იქნება, დავძლევთ გამოწვევებს, გადამწყვეტია 2021 წელი, ნელ-ნელა უნდა დავახევინოთ უკან პანდემიას და დაიწყოს სამომავლო აღორძინება, ბიზნესის გახსნა. ქუთაისში ამ წუთას დიდი სამრეწველო პოტენციალი არ გვაქვს, მაგრამ ნელ-ნელა ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, მარტო ტურიზმზე არაა დამოკიდებული, თუმცა ტურისტული სფეროც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და გადამწყვეტად დარჩება კარგა ხანს ქუთაისისთვის. სხვა, ამ წუთას, ხელმოსაჭიდი არა გვაქვს, სამომავლო პერსპექტივებისთვის უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ,"- ამბობს ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძე ქალაქის ხელმძღვანელობას ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებასა და იერსახეს მიაქციონ.

"ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ქალაქის იერსახეს. ქუთაისში სოკოებივით ამოვიდა ახალი შენობები, რომლებსაც არანაირი არქიტექტურული ნიუანსი არ გააჩნია. მართლაც რომ ამახინჯებენ ქალაქის იერსახეს, ეს ძალიან გულსატკენია. გარდა ამისა, დაიწყო ფართოდ ქუთაისის თბილისიზაცია, ანუ ეს რას ნიშნავს, თბილისშიც გარკვეული პერიოდი (ახლა უფრო შეჩერდა კახი კალაძის მერობის პერიოდში), იყო საყოველთაო მშენებლობა (უწესრიგოდ): ტროტუარებზე, სკვერებში, ბაღებში, ყველგან შენდებოდა რაღაც, სუნთქვა აღარ შეიძლება ისეთი სიტუაციაა, შეიძლება ითქვას, თავისი თავი დაისამარეს. იგივე პროცესი მიმდინარეობს ქუთაისში, ეს უნდა შეჩერდეს. გეგმაზომიერი უნდა იყოს, სად, როგორ, რას ვაშენებთ. არც ისე პასიური მოქალაქე ვარ და მე რომ არ ვიცი, რას წარმოადგენს ეს გეგმა, წარმოიდგინეთ, მოსახლეობის ალბათ 90%-მა არ იცის. ეს ინფორმაცია უნდა დაიდოს, გაგვაცნონ... ჩემს წინ, აღმაშენებლის პროსპექტზე, რამდენიმე შენობა ჩაშენდა. ვინც იმ მშენებლობას მოაწერა ხელი, იმას ქალაქი უყვარს? იმას მე გავასახლებდი ქალაქიდან. ნინოშვილზე, სკვერის წინ, სამსართულიანი შენობა აშენდა კიდე, რომელმაც ჩაკეტა ფაქტობრივად აღმაშენებლი. ამიტომ, ყურადღება უნდა მიექცეს სად შენდება, როგორ ვაშენებთ და რა შენდება, როგორი იერსახის. ამ რჩევას მივცემდი ქალაქის ახლანდელ ხელისუფლებას, მომავალშიც ვინც იქნება, ბუნებრივია, წარმატებები მინდა მას და ამ საქმეში თუ ჩვენ, გამოცდილ ხალხს დაგვიყენებენ გვერდში, უარს არ ვეტყვით,"- ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 424-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ნიშნიანიძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისს სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
როგორც ნიშნიანიძე საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-თან საუბრისას განმარტავს, პოლიტიკურ ცხოვრებას დეპუტატის მანდატის გარეშეც

ამინდი