Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვის გაუმართლა მოლოდინი და ვინ გააწბილა 2020-მა წელმა?-ოპოზიცია 2020 წელს აჯამებს

თარიღი : 28-12-2020, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რით იყო დასამახსოვრებელი 2020 წელი? რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა აღნიშნულ წელს? როგორ აისახა პანდემია ქვეყანაზე და რას ველით 2021 წლისგან? - ამ კითხვებით იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com. ge-მ ქუთაისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართა.

ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები 2020 წელში, ძირითადად 3 მნიშვნელოვან მოვლენას გამოყოფენ, რამაც, მათი თქმით, ქვეყნის განვითარება ფაქტობრივად გააჩერა და საქართველო მწვავე კრიზისში შეიყვანა. ესენია:

1) პანდემია, რამაც საქართველო, მათ შორის ქუთაისი ეკონომიურად დააზარალა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; 2)გაყალბებული არჩევნები, როცა ოპონენტების თქმით, ცესკომ შედეგები არა თუ გააყალბა, არამედ თავიდან დაწერა; 3) ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეიკრიბა. აქვე შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად ოპოზიციურმა სპექტრმა გაყალბებულად ჩათვალა და საკანონმდებლო ორგანოს მანდატებზე უარი თქვა.

"პანდემიამ მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი საქართველო რთულ სიტუაციაში ჩააყენა იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა პანდემია, თვეები დაკარგა და სათანადოდ არ მოემზადა ამ უმწვავესი კრიზისისთვის. შედეგად მივიღეთ რა: დღეს ადამიანები იხოცებიან იმის გამო, რომ დროულად ვერ იღებენ ჯანდაცვის სერვისებს, ექიმებს აღჭურვილობა არ აქვთ და პანტაპუნტით ავადდებიან. ამასთან, ჩვენ მივიღეთ გაყალბებული არჩვენები, ივანიშვილმა ქართველ ხალხს წაართვა არჩევანის უფლება, ქვეყანა შეიყვანა ღრმა ეკონომიკურ-პოლიტიკურ კრიზისში. ხალხი შიმშილობის ზღვარზეა, ქვეყანა კი - სოციალური აფეთქების. ასეთი იყო სამწუხაროდ 2020 წელი. შეუძლებელია ქვეყანამ ასეთ სიტუაციაში დიდხანს გაძლოს. შეუძლებელია ადამიანები შიმშილობდნენ და მარტო “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები მდიდრდებოდნენ. ამიტომ, იმედი მაქვს, 2021 იქნება ცვლილებების, ქართველი ხალხის გამარჯვების წელი, ქვეყანა დაიწყებს სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას, რეფორმებს და ეს 8 წლიანი უბედურება დასრულდება,"- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია.

"2020 დიდი მოლოდინების წელიწადი იყო, რეალურად ჩვენ უნდა გადავსულიყავით ახალი მმართველობის (კოალიციურის) სისტემაზე, რაც ჯანსაღი დემოკრატიული მმართველობის საფუძვლის ჩაყრა იქნებოდა. თუმცა, ხელისუფლებაში გვყავს მოძალადე, ერთპარტიული მმართველი, რომელიც დიქტატურისკენაა მიდრეკილი. ამდენად, სავარაუდო იყო, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა ამ ძალადობრივი მმართველობის შესანარჩუნებლად. ამაში პანდემიაც დაეხმარა და იმუშავა მის სასარგებლოდ. ამ ყველაფრის კულმინაცია კი იყო არჩევნებად წოდებული სპეცოპერაცია, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გაყალბებული შედეგებითაც კი უამრავლესობამ მისცა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმა, ძალადობრივი გზებით მაინც შეინარჩუნა ხელისუფლება, ახლა კი ცდილობს მესამედ მიიტაცოს სახელმწიფო. თუმცა, იცით, რომ ოპოზიციამ გამოიჩინა პრინციპულობა, ერთიანობა იმ საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, რომელთაც რეალურად სურთ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება. ახლა არის უპრეცედენტო შემთხვევა შექმნილი საქართველოს ისტორიაში, სადაც ერთპარტიული პარლამენტია შემდგარი. ამ ფორმით ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება 2021 წელს. ჩვენ აუცილებლად გადავალთ კოალიციურ მრავალპატრიულ მმართველობაზე. ვფიქრობ, 2021 წელიც პოლიტიკურად აქტიური იქნება, შეიძლება იმაზე მეტად ცხელი იყოს, ვიდრე - 2020. 2021-ში მოხდება ის გარდამტეხი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც დაიხევს ძალადობრივი რეჟიმი უკან და ჩვენ დავადგებით დემოკრატიის ჯანსაღ მმართველობას,"-აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.

"ზოგადად, შინაგანად ყველას გვწამს ხოლმე, რომ ყოველი მომდევნო წელი კარგს მოგვიტანს. ამიტომ, 2021-გან ველი სიკეთეს, მეტი კარგი და ბედნიერი წელი მინდა იყოს. სიმართლე გითხრათ, 2019-შიც მქონდა იმედი, რომ 2020 უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მთლად ასე არ გამოვიდა. 57 წლის ვარ და ასეთი რთული წელიწადი მართლა არ მახსოვს. ყველანაირად რთული იყო, ამას დაემატა კორონავირუსიც. მოკლედ, ჩვენთან ყველაფრის კრიზისია: პოლიტიკურიც, ეკონომიურიც, დემოგრაფიულიც, ეკოლოგიურიც, სოციალურიც და ა.შ. ამასთან, იცით რომ ამომრჩეველს კოალიციური მთავრობა, ხელისუფლების შეცვლა უნდოდა, მაგრამ ჯიგრებს გაუტკბათ ხელისუფლება, მოსწონთ სკამები, ჩვენ უნდა ვიჯდეთ აქ სულო. ასე არ გამოვა, ხო შეიყვანეთ კრიზისში ქვეყანა? ასე კრიზისულად დაამთავრებთ კარიერას, ისე რომ ვერ ეღირსებით ვერასდროს ვერაფერს,"- ამბობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია.

"ვიცით, რომ მსოფლიო პანდემიაა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ეს საქართველოში. ეს ყველაფერი დაემთხვა საპარლამენტო არჩევნებს და საქართველოს ისტორიაში მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალითაა გამოხატული. ამასთან, მივიღეთ არჩევნების ყველაზე დიდი გაყალბება, ფაქტობრივად ცესკომ დაწერა შედეგები. სამწუხაროდ, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ამ წლისა. ალბათ, ყველაზე უარყოფითად იქნება შეჯამებული ქართველი ხალხის მახსოვრობაში ეს წლები. 2021 წლისგან ველოდებით ყველაფერ კარგს. პირველ რიგში იმას, რომ პანდემიას დავამარცხებთ და იმას, რომ ხელისუფლება იძულებული გახდება წავიდეს. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ამის განმუხტვის ერთადერთი გზა კი არჩევნები იქნება. ამას კი აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ კი შეიცვლება მთლიანად საარჩევნო კანონმდებლობა და ის წესი, რა წესითაც კომპლექსდება საუბნო-საარჩევნო კომისია,"- აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე.

"2020 პირველ ყოვლისა დამამახსოვრდა პანდემიით, რომელმაც სამწუხაროდ გააჩერა ქვეყნის ეკონომიკა და ცხოვრება. ამასთან, გაყალბებული არჩევნებით, როცა მოქმედმა ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი. დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს მანდატი, ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტში შესვლას. 2021 წლისგან ველი, რომ პანდემია უკან დაიხევს, შემოვა საყოველთაო აცრები; დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ, ნორმალურ რიტმს,"- ამბობს "ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 270-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი