Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მანანა მიქაძე: იმერეთის გუბერნატორმა „ქართული ოცნების" სია „ნაციონალებით" გატენა

თარიღი : 7-04-2014, 14:09 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
ქუთაისში, „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მანანა მიქაძის თქმით, ცენტრალურ ოფისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად ორი სია გადაიგზავნა.
მიქაძის განცხადებით, მათგან დამოუკიდებლად იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქალაქის საკრებულოს „მეოცნებე“ დეპუტატების სია მოამზადა, რომელშიც უმრავლესობა „ნაციონალებია“.
„სია გადავგზავნეთ ჩვენც და იმერეთის გუბერნატორმაც. წესით მხოლოდ ჩვენ უნდა გადაგვეგზავნა, მაგრამ იმერეთის გუბერნატორმა ნამდვილი „მეოცნებებეის სია არ ისურვა და „ნაციონალებით“ გატენილი სია გადაგზავნა. მე ვამბობ საჯაროდ, თუ ცენტრალურ ოფისში, იმერეთის გუბერნატორის სია დამტკიცდა ქუთაისელი ხალხი ამაზე მოითხოვს პასუხს და იტყვიან „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კიდევ რატომ ბოგინობენ „ნაციონალები“ რაზეც მე პასუხს ვერავის გავცემ,“- აცხადებს მიქაძე.
მანანა მიქაძე აცხადებს იმასაც, რომ ის შეგნებულად არ გაასაჯაროვებს კოალიციის რაიონული ორგანზიაციის შედგენილ სიას, რადგან თუ იმერეთის გუბერნატორია სია დამტკიცდა, მაშინ საზოგადოება გაურკვევლობაში ჩავარდება.


ნანახია: 1730-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიქაძის განცხადებით, მათგან დამოუკიდებლად იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ქალაქის საკრებულოს მეოცნებე დეპუტატების სია
მიქაძე ყოფილი ხელისუფლების დროს უნივერისტეტიდან სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს
კოალიცია ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მანანა მიქაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.
„ჩვენ, რაც პარტიას ევალება, ყველაფერი გვაქვს გაკეთებული. არჩევნები ხვალვე რომ დაინიშნოს, მზად ვართ," - ამბობს მანანა მიქაძე.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის მანანა მიქაძის თქმით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლების ხშირი ცვლა ქუთაისის განვითარებას

ამინდი