Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის სოფელ წევაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თარიღი : 5-12-2020, 18:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის სოფელ წევაში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები გასულ წელს, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.

სოფლის გზის მონაკვეთი, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება, ადგილობრივებს საჯარო სკოლასთან, ასევე წევის უძველეს ტაძართან აკავშირებს.

გზის სარეაბილიტაციი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე.

“წევის გზის რეაბილიტაცია, მნიშვნელოვანი პროექტია მუნიციპალიტეტისთვის. სასოფლო გზა ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო სკოლასთან აკავშირებს, რომელიც 1825 წელს არის აგებული და აგრეთვე მისი რეაბილიტაციაც განხორციელდა 2 წლის წინ. მას შემდეგ, რაც გზის მოწყობა დასრულდება, მოსახლეობა უპრობლემოდ შეძლებს გადაადგილებას", - აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.

გზის კეთილმოსაწყობად, 750 707 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს "გზამშენი 15" ასრულებს.


ნანახია: 185-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი