ზესტაფონში მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დადგეს
თარიღი : 4-12-2020, 20:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ 2“ - ის ინიციატივით და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, მიუსაფარი ცხოველებისთვის ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე სახლები დადგეს.
ოთხფეხა მეგობრებისთვის სახლების დამზადების იდეა კოლეჯის ადმინისტრაციას და მის მსმენელებს ეკუთვნით. სწორედ მათ დაამზადეს სახლები მიუსაფარი ძაღლებისთვის.
“კონსტრუქტ 2" - ის წარმომადგენლებს ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსები შეხვდნენ და მადლობა გადაუხადეს მიუსაფარი ცხოველების მზრუნველობისათვის, რომელიც ყველას ვალდებულებაა.