Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘კომენდანტის საათის დროს, 2 ბიჭი იყო ‘სპარის’ მაღაზიაში, რომელიც მოლარეს უყვიროდა და ემუქრებოდა: გარეთ გაგიყვან და დაგასისხლიანებო’

თარიღი : 3-12-2020, 13:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კამპანია “არა მონობას” სუპერმარკეტების ქსელ “სპარში” მომხდარი ინცინდენტის შესახებ წერს. topnews.com.ge ისტორიას სრულად გთავაზობთ:

“დღეს 04:00 საათისთვის კომენდანტის საათის დროს ვიყავი სპარში აგლაძის ქუჩაზე ( მაქვს საშვი).
შესვლისას 2 ბიჭი იყო მაღაზიაში, რომელიც მოლარეს უყვიროდა და ემუქრებოდა: გარეთ გაგიყვან და დაგასისხლიანებო.

რა ხდება მეთქი, ვკითხე და გამოლაპარაკების შემდეგ გარეთ გავიდა ეს ორი ტიპი.

როგორც კონსულტანტმა მითხრა, აშინებდნენ და ემუქრებოდნენ (პროდუქტის გატანა უნდოდათ). ვკითხე: დაცვა სად არის-თქო და არ გვყავსო. რაღაც ღილაკი მაჩვენა, რომლითაც დაცვა წესით უნდა მოდიოდეს. თვითონ კონსულტანტები არ იყვნენ ქართველები ( სავარაუდოდ აზერბაიჟანლები იყვნენ) და უკიდერესად შეშინებული გოგო იყო, ძლივს დავამშვიდე.

გამოსვლისას რა თქმა უნდა, დავრეკე პატრულში ზუსტად 04:36 წუთზე. ავუხსენი მდგომარეობა (ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ამ ტიპებს საშვი არანაირად არ უნდა ჰქონოდათ).
თანამშრომლებს ავუხსენი, რომ პატრულისთვის ნორმალურად აეხსნათ რაც მოხდა.

1 საათის შემდეგ, 05:24 წუთზე დამირეკა პატრულმა და თქვეს, რომ არც ერთი არ იღებდა ხმას და ამბობდნენ, რომ მსგავსი რამე არ მომხდარა.

პატრული ამბობდა, რომ კამერების ამოღებას რა აზრი აქვს, ჩუმად არიანო.

ხოდა აქ პრობლემა იცი რა არის? “სპარის” საზიზღარმა მენეჯმენტმა ალბათ დარეკა და გააფრთხილა: ხმა არ ამოეღოთ იმის ნაცვლად, რომ იზრუნონ ამ ახალგაზრდებზე.

არვიცი მართლა რას უზამდნენ იმ შეშინებულ გოგოს და ბიჭს. ისიც არ ვიცი, შეიარაღებულები იყვნენ თუარა, მაგრამ ფაქტია: “სპარი”-ს და პატრულის უმოქმედობის გამო ესენი ისევ საფრთხის წინაშე დგანან."


ნანახია: 273-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში ტრაგედია დატრიალდა - 18 წლის ი.ტ-მ თანასოფლელი და სკოლელი 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი

ამინდი