ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის 720 000 ლარს გამოყოფს
თარიღი : 2-12-2020, 22:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის პროგრამას მთლიანად დააფინანსებს, ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 720 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, გასულ წლებში არსებული დაფინანსება 2021 წელს საკმარისი არ იქნებოდა, რადგან ბენეფიციართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და აუცილებელი გახდა დამატებითი თანხების მოძიება.
"როგორც წესი, წლის ბოლოს ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცება ხდება, შესაბამისად, სოციალურ პროგრამებზე მომუშავე ჯგუფი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, თუმცა არ ყოფილა განხილული ისეთი საკითხი, რომელიც პრობლემას შეუქმნიდა პროგრამის განხორციელებას, ან კომპრომისი იქნებოდა სერვისების ხარჯზე.
მუშა პროცესის პარალელურად, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ სპეკულაციებს, რათა პანიკის საფუძველი შექმნილიყო, თუმცა სამუშაო ჯგუფი შეჯერდა ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებისაც. შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ პროგრამა 100%-ით დაფინანსდება", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
რამდენიმე დღის წინ, რიგმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს ქუთაისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციიის პროგრამას არ დააფინანსებდა.