Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ინფექციით ექთანი გარდაიცვალა

თარიღი : 2-12-2020, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 624 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რეგიონის კოვიდცენტრებში 1241 პაციენტი მკურნალობს.

65 პაციენტია მოთავსებული ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კლინიკაში ძირითადად ხანდაზმულები და თანმდევი დაავადებების მქონე პაციენტები შეყავთ. მისივე თქმით, მიმართვიანობა გაზრდილია. კლინიკას კოვიდდადებითი პირების სამკურნალოდ ჯამში 75-მდე საწოლის მობილიზება შეუძლია.

ახალი კორონავირუსული ინფექციით ქუთაისში სამედიცინო სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 54 წლის ქალი ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში ექთნის პოზიციაზე მუშაობდა. ის ორი კვირის წინ დაინფიცირდა. როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, გარდაცვლილს თანმხლები დაავადება დიაბეტი ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში იმერეთში ახალი კორონავირუსული ინფექციით მედიკოსის გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა.


ნანახია: 279-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი