Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს კუთვნილ პროდუქტებს გადასცემენ

თარიღი : 2-12-2020, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ პანდემიის პირობებში, აღსაზრდელებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემის მორიგი ეტაპი დაიწყო. პროცესს ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ბაღების გაერთიანების დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად პირადად გაეცნო.

“პროდუქტების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოფლების საბავშვო ბაღებში თავად გაერთიანება უზრუნველყოფს, სადაც მშობლები რიგითობის დაცვით მივლენ და კუთვნილ პაკეტებს წაიღებენ. გაცემის პროცესში დაცული იქნება covi-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები. ეს ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, ხარაგაულის სკოალმდელ დაწესებულებათა გერთიანების მიერ პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპია,”-აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.

ბაღების გაერთიანების მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, პროდუქტის გაცემა დღეს დაიწყო და მუნიციპალიტეტში არსებულ 21 -ივე საბავშვო ბაღს ეტაპობრივად მიეწოდება.

სულ 606 აღსაზრდელი მიიღებს კუთვნილ რაციონს, რომლის შემადგენლობაც ასე გამოიყურება:

ბრინჯი - 1კგ.
შაქარი - 1კგ.
კარტოფილი-3კგ
ვაშლი - 2 კგ.
შედედებული რძე - 2 ქილა.
ვაფლი - 0.5 კგ.
ქათმის ფილე(დაფასოებული) - 1კგ. მაკარონი - 1კგ.
ვერმიშელი - 1კგ.


ნანახია: 179-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი