ქუთაისში, კლინიკიდან გაპარული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
76 წლის მამაკაცი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა. კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცს კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა,
თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.