Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის”

თარიღი : 28-11-2020, 19:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

შობის მარხვის შესახებ ცნობები IV-ე საუკუნიდან მოიპოვება. ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას.

ეს მარხვა არ არის მძიმე მარხვა, ნებისმიერ დღეს შეიძლება ზეთიანის მიღება, ასევე შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში თევზის მიღება შეუძლიათ.

არ იცვლება ასევე ლოცვითი კანონი - სასურველია მორწმუნემ იკითხოს იესოს ლოცვა, ფსალმუნი, სახარება.

თუ ადამიანს არ ჰყავს მოძღვარი და სურს ამ მარხვის შენახვა, შეუძლია შეინახოს, მაგრამ შემდგომში უნდა ეცადოს აიყვანოს მოძღვარი.

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის.

“როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ”.


ნანახია: 224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საშობაო მარხვისას მორწმუნეები შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან, რათა სინანულით, ლოცვითა და მარხვით განწმენდილები მიეახლონ ამ
საშობაო მარხვა 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება.
დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა.
მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის

ამინდი