‘ლელო’: პოლიცია სამტრედიაში მოვაჭრეებს მაღაზიების დახურვას აიძულებს
თარიღი : 28-11-2020, 16:49 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

პოლიტიკური პარტია “ლელო”-ს წარმომადგენლის თორნიკე ართმელიძის თქმით, სამტრედიის ბაზარში და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იქ დასაქმებულ ადამიანებს მაღაზიების დახურვას სთხოვენ.
“მთავრობის დადგენილების მიხედვით სამტრედიაში მათ არ აქვთ უფლება მოითხოვონ მაღაზიების დაკეტვა.
ვერც ერთი პოლიციელი ვერ მისახელებს კანონს ან დადგენილებას, რომლის მიხედვითაც მათ უფლება აქვთ მოითხოვონ მაღაზიების დახურვა. ეს ადამიანები უკანონოდ, პოლიციის ძალით რჩებიან სარჩოს გარეშე.
სამტრედიის მერიაში მითხრეს, რომ მათ არავითარი მოთხოვნა პოლიციისადმი არ გაუკეთებიათ, რომ ეს მაღაზიები დახურულიყო. კეთილი ინებოს სამტრედიის მერმა და დაინტერესდეს მაინც თუ რატომ უკრძალავენ უკანონოდ სამტრედიაში იმ ადამიანებს მუშაობას, რომელთა გადახდილი გადასახადებითაც იღებს ხელფასს,”-აცხადებს ართმელიძე.