Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გასულ 24 საათში იმერეთში ორი ექიმი გარდაიცვალა

თარიღი : 28-11-2020, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში ვირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში ახალი კორონავირუსული ინფექციით ორი ექიმი გარდაიცვალა.

ერთ-ერთი გარდაცვლილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგია. 62 წლის ქალბატონს კორონავირუსი სახლში დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებაში სამი კვირის განმავლობაში გადიოდა. ეპიდემიოლოგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მედიკოსებმა გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მეორე გარდაცვლილი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმი იყო. ის მკურნალობის კურსს თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში გადიოდა.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში" 71 წლის პაციენტი 19 ნოემბერს შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით, გართულებული პნევმონიით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მას ჰქონდა უმძიმესი თანმხლები დაავადებები: ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი c, ღვიძლის ციროზი, ფიბროზი, ასციტი, ანემია. მკურნალობას გადიოდა რეანიმაციის დეპარტამენტში 27 ნოემბერს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,”-განმარტავენ სამედიცინო დაწესებულებაში.


ნანახია: 232-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი