Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 91 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

თარიღი : 28-11-2020, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ვირუსი ხანდაზმულმა პაციენტებმა დაამარცხეს. გამოჯანმრთელებულებს შორის არის 91 ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში 22 ნოემბერს, სახლიდან დადასტურებული კოვიდინფექციით შეიყვანეს. პაციენტს ტემპერატურა, საერთო სისუსტე, გვერდების ტკივილი და გულ-მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდა. პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადება ასაკოვანი ცოლ-ქმარი. წყალტუბოს მკვიდრი, 80 და 83 წლის პაციენტები კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით შემოვიდნენ. გამოჯანმრთელებულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის მამაკაცი, რომელსაც ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

კოვიდცენტრში ამ დროისთვის 90 წელს გადაშორებული 5 პაციენტი მკურნალობს. ჯამში სამედიცინო დაწესებულებაში 125 პაციენტია მოთავსებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 450-ს შეადგენს.


ნანახია: 208-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი