Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის მერიის თანამშრომლებს ვირუსული ინფექცია დაუდასტურდათ

თარიღი : 25-11-2020, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მერიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფექციის გავრცელების გამო, მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის თქმით, არსებული ვითარების მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას პრობლემა არ შექმნია.

“მთლიანად არა, მაგრამ გარკვეულწილად მაინც დისტანციურ რეჟიმზე ვართ გადასული, რადგან ბევრ ჩვენს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მათთან შემხებლობაში მყოფი პირები. მერიის გამართულად მუშაობას რაიმე პრობლემა არ შექმნია. ყველაფერს ვართმევთ თავს. ვართ იმ რეჟიმში, რომელშიც არის მთელი მსოფლიო და მთელი ქვეყანა,”-ამბობს ლაშა გოგიაშვილი.


ნანახია: 154-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი