Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ჩვეულებრივი კანტორაა,’- რას წერს თანამშრომელი ‘რიკო კრედიტი’-ს შესახებ?

თარიღი : 24-11-2020, 13:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო კრედიტში” არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ორგანიზაციაში დასაქმებულები საუბრობენ. კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი კამპანია “არა მონობას” მათ რთულ მდგომარეობაზე უყვება.

"მინდა გითხრათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიკროსაფინანსოს -Rico crediti-ს შესახებ. ვმუშაობ სალაროში. მთელ კომპანიაში ხდება სრული განუკითხაობა. დილის ცხრიდან მეორე დილის 10-მდე გვიწევს მუშაობა 25 საათი. ამ დროის განმავლობაში არ გვაქვს ოფიციალური შესვენება. ხან ისე ხდება, მთელი დღის განმავლობაში საჭმელად ვერ გადის მოლარე. ადგილზე არაა გამოყოფილი საკვები სივრცე და თუ ვერ გახვალ, იქვე უნდა ჭამო მომხარებლის წინ. მაინტერესებს შეიძლება ეს ხდებოდეს სადმე?

ვფიქრობ თუ შესაბამისი ორგანოები გაიგებენ, რაღაც რეაქცია მოყვება “რიკოს” მხრიდან. ძალიან ხშირად გვიწევს ჩერეზ ძენ მუშაობა, ორ დღეში ერთხელ ღამის თენება ისე, რომ არავინ გეკითხება გაწყობს თუ არა. ამის ესე დატოვება არ შეიძლება!

უბრალოდ არ მინდა ყველაფრის მოყოლა! იმედია სათანადო რეაქცია მოყვება თუ ბევრი ადამიანი ნახავს ამ პოსტს!

თანამშრომლებს უკრძალავენ “არა მონობის” გვერდის მოწონებას და ერთმანეთთან მიმოსვლას! ჩვეულებრივი კანტორაა. უბრალოდ ხალხს სხვა გზა არაქვს და ითმენს! აღარაფერს ვამბობთ 500-ლარიან ჯარიმაზე, რომელიც ჩეკის დავიწყების გამო დაგეკისრება და რომელიც ყველა ფილიალშია გამოკრული! ზეგანაკვეთურს ანაზღაურებენ ოღონდ იგივე ტარიფით და არა გაზრდილით.

არ არის ოფიციალური შესვენება და როცა ორი სმენა ასეთ ვითარებაში გადაბმული მუშაობ შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ გაქვს!ძალიან არეული კანტორაა. გთხოვთ გამოაქვეყნეთ და ყველან გაიგოს ამის შესახებ.იქნებ რაიმე გვეშველოს!,”-წერს დასაქმებული.


ნანახია: 252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩვენ ისევ საქართველოს მოქალაქეები ვართ, რომლებიც საქართველოდან დალხენილი ცხოვრების გამო ნამდვილად არ წავსულვართ!

ამინდი