Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ცნობილი პროფესორი გარდაიცვალა

თარიღი : 24-11-2020, 09:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში დამსახურებული პედაგოგი და მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ სურგულაძე გარდაიცვალა.

პროფესორი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობდა. მისი გარდაცვალება ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულმა გართულებებმა განაპირობა.

“ბატონი თეიმურაზი იყო საქართველოს საუნივერსიტეტო განათლებისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი. მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურის და დოქტორანტურის დამთავრების, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების დაცვის შემდგომ დაბრუნდა მშობლიურ უნივერსიტეტში. ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებით მათემატიკაში იგი ღირსეულად წარმოაჩენდა უნივერსიტეტს საერთაშორისო ფორუმებსა და სამეცნიერო გამოცემებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, წლების განმავლობაში ინტენსიურად მონაწილეობდა დოქტორანტების მომზადებაში, გამოირჩეოდა მაღალი ერუდიციით, იყო მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოების ავტორი, მუშაობდა მათემატიკის ერთ–ერთ აქტუალურ მიმართულებაში, მუდმივად ეცნობოდა ქართველი თუ უცხოელი კოლეგების პუბლიკაციებს, რომ სიახლეების კურსში ყოფილიყო, მუდამ მზად იყო თავისი გამოცდილება გაეზიარებინა სხვებისათვის, კონსულტაცია გაეწია ახალგზარდებისათვის, დარგის სპეციალისტებისა თუ მომიჯნავე სფეროს მკვლევრებისათვის, რასაც ყოველთვის საკუთარი პროფესიის სიყვარულით აკეთებდა.

ბატონი თემური სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის დოქტორანტურის განყოფილებას, პასუხისმგებლობით, კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ყველა საქმეს, რომელზეც ვალდებულებას იღებდა.

იუმორის ნიჭით მომადლებული, თავისი ემოციური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, მას არ შეეძლო გულგრილ, მხოლოდ ცივი გონებით განმსჯელ მეთვალყურედ დარჩენილიყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ყოველივე ირგვლივ არსებულ ყოველდღიურობას შეეხებოდა თუ მნიშვნელოვან მოვლენებს. ასეთი ემახსოვრებათ ბატონი თეიმურაზი სტუდენტებს და კოლეგებს.

ვუსამძიმრებთ ოჯახს ბატონი თემურის გარდაცვალების გამო,”-ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 409-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონფერენცია აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლისთავს მიეძღვნა.
პროექტი მიზნად სამხრეთ ისახავს კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში საინჟინრო მიმართულებებზე მათემატიკის სწავლების მოდერნიზებას,
საერთაშორისო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, იმერეთის გუბერნატორის

ამინდი