“ხონელების მთავარი სალოცავი წმინდა გიორგი იყო. როცა მთავარმოწამის ნეშტი 365 ნაწილად დაანაწილეს, ერთი მკლავი ხონში დაუკრძალავთ”
თარიღი : 23-11-2020, 16:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონის წმინდა გიორგის ეკლესია VIII-ე საუკუნით თარიღდება. ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს და ძალზედ მდიდარია ეპიგრაფიკულად.
ეკლესიის ეზო-გალავნის კომპლექსში შედის გალავანი და სამრეკლო, რომელიც ისტორიული წყაროების მიხედვით თავდაპირველად სამსართულიანი ყოფილა, ხოლო რესტავრაციის შემდეგ აღადგინეს ორი სართული.
აღტაცებას იწვევს ეკლესიის კედლის მხატვრობა. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ქრისტე, მარცხნივ იოანე ნათლისმცემელი და გაბრიელ მთავარანგელოზი. მარჯვენა მხარეს ფრესკები გადაშლილია. უფრო ქვემოთ წინასწარმეტყველთა მედალიონებით შემდგარი სარტყელია. სულ ქვევით კი ზიარების სცენაა.
ხონის ეკლესიაში ინახებოდა წმინდა გიორგის უნიკალური ხატი, რომელზეც დატანილია წარწერა, რომ ხატი უძლეველ მეფე გიორგის ეძღვნება, ასევე მასზე ოქროთი ამოტვიფრულია გიორგი ბრწყინვალის სახელი. ეს ხატი 1923 წელს კომუნისტების მიერ ეკლესიის დარბევის დროიდან დაკარგულად ითვლებოდა, რამდენიმე წლის წინ კი ის ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზუმში აღმოაჩინეს.
ხონელების მთავარი სალოცავი წმინდა გიორგი იყო. როცა მთავარმოწამის ნეშთი 365 ნაწილად დაანაწილეს, ერთი მკლავი ხონში დაუკრძალავთ, მეორე კი ილორში. ამის გამო ამ ორ ეკლესიას შორის დიდი სულიერი კავშირი არსებობდა.