Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მინახავს როგორ ატყუებენ თაღლითები გაჭირვებაში მყოფ ქართველებს,’-ქუთაისელი ემიგრანტი, რომელმაც ადამიანების დასახმარებლად საერთაშორისო კომპანია დააფუძნა

თარიღი : 22-11-2020, 15:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საერთაშორისო ბაზარზე მალე ქართულ-თურქულ-ბერძნული იურიდიული კომპანია გამოჩნდება, რომელიც როგორც საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე, საბერძნეთსა და თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოემსახურება. კომპანიას ეყოლება თავიანთი მაღალკვალიფიციური თარჯიმნები, ასევე პარტნიორი საადვოკატო ბიურო და ადვოკატები.

საერთაშორისო კომპანია მზად არის, მოლაპარაკება აწარმოოს სხვადასხვა სფეროს გამოცდილ და საკუთარი საქმის მცოდნე ადვოკატთან. ორგანიზაცია კლიენტებს მოემსახურება როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული კუთხით.

საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დამაარსებელი ქუთაისელი ასმათი კვანტალიანია. ასმათ კვანტალიანს მსგავსი პროფილისა და მასშტაბის კომპანიის დაფუძნების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ემიგრაციაში ხანგრძლივი ყოფნის პერიოდში თავად ნახა უამრავი ფაქტი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამართლებრივი დახმარება სჭირდებოდათ, სხვადასხვა თაღლითური ორგანიზაციების მსხვერპლი ხდებოდნენ.

“დავიბადე ქუთაისში, ვიყავი წარჩინებული მოსწავლე. კარგად ვთამაშობდი ჭადრაკს ბავშვობაში და მიღწევებიც მქონდა. ძალიან პატარა ასაკში, 14 წლის ასაკში, მშობლების გადაწყვეტილებით შევქმენი ოჯახი და გარკვეული პერიოდი იძულებული გავხდი უარი მეთქვა ჩემს ოცნებებზე. ოჯახში შეგვექმნა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. იმისთვის, რომ შვილი გამომეკვება, მივიღე ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება და 8 წლის შვილი დედას დავუტოვე. თუმცა არც ემიგრაციაში ყოფნა იყო მარტივი. მანადგურებდა ჩემი შვილის გარეშე ყოფნა. ვუყურებდი მის ფოტოებს და ვტიროდი. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა საწარმოში, სხვადასსხვა ოჯახში და იმისთვის, რომ ამ ხალხთან კომუნიკაცია არ გამჭირვებოდა, შევისწავლე თურქული და ბერძნული ენები. ასე დავიწყე ურთიერთობა და ჩემი ერთ-ერთი უფროსის რეკომენდაციით, მოვხვდი ცნობილ ბერძენ ადვოკატთან თარჯიმნად, რომელმაც შემდეგ უკვე სხვა ცნობილ, ბერძენ ადვოკატებთან სამუშაოდ რეკომენდაცია მომცა და ასე დაიწყო ამ სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯები. ვმუშაობდი როგორც თარჯიმნად, ისე ბერძენი ადვოკატების თანაშემწედ და სწორედ ამ მუშაობის დროს საკუთარი თვალით ნანახმა მძიმე მდგომარეობამ და გაჭირვებულ მდგომარეობაში, თაღლითების მიერ მოტყუებული უამრავი ქართველის ნახვამ გადამაწყვეტინა შემექმნა ეს ორგანიზაცია. არსებობენ თვითმარქვია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ატყუებენ. თვითმარქვია ადამიანებმა დაიწყეს სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობის მიღება, რაც ლახავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას. ბედნიერი ვარ, რომ თურქეთსა და საბერძნეთში მყავს ბევრი ადვოკატი, რომლებიც თავიანთ საქმეში მეტრები არიან. დიდი სურვილი მაქვს, საქართველოშიც გავიცნო ისეთი პროფესიონალი ადვოკატები, როგორებიც არიან ნანა აბულაძე, ემზარ სიმსივე და სხვები. დიდი სურვილი მაქვს მათთან სამომავლოდ თანამშრომლობის,”-ამბობს ასმათ კვანტალიანი.

ქუთაისელი ქალბატონი იმ მდგომარეობაზეც საუბრობს, რომელიც საბერძნეთსა და თურქეთში საკუთარი თვალით ნახა.

„საბერძნეთში ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლარებში არსებული მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება საქართველოში არსებული ვითარებისგან. აქ უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მედიის და ადვოკატების მხრიდან ჩართულობა დიდია. საქართველოს საელჩოებს და საკონსულოებს მაგალითი მისცეს ქართულმა სათვისტიმოებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში გაძლიერდნენ. საბერძნეთის ემიგრაცია არის გამორჩეული ემიგრაცია. ეს ქალები არიან გმირები. მძიმე შრომის მიუხედავად, აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ საქმეებსა და მოვლენებში. პანდემიის პერიოდში დავბრუნდი საქართველოში. ვაპირებ მოძრავ რეჟიმში ვმართო ორგანიზაცია. პანდემიის გამო, საბერძნეთში შეფერხებით მუშაობს როგორც სასამართლო, ისე საგამოძიებო ორგანოები. როგორც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ სამართლებრივი და იურიდიული დახმარება, ისე საჭიროებენ დახმარებას საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აქტიურად ვითანამშრომლებთ საბერძნეთისა და თურქეთის საელჩოებთან. ასევე, დაგეგმილი მაქვს საქართველოში ბერძენი ადვოკატების ჩამოყვანა. ძალიან მინდა ნახონ ჩვენი ქვეყანა და ჰქონდეთ კარგი წარმოდგენა ჩემს სამშობლოზე. ადამიანების დახმარება ჩემი ჰობია. ბედნიერი ვარ იმით, რომ ემიგრაციამ საშუალება მომცა ამეხდინა ჩემი ოცნება და მემუშავა იურიდიულ სფეროში. მინდა დავეხმარო ადამიანებს და ამისთვის თავს ნამდვილად არ დავზოგავ”,-ამბობს ასმათ კვანტალიანი.


ნანახია: 968-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა პრობლემებზე საუბრობენ ქართველი ემიგრანტები, რას სთხოვენ ქვეყნის ხელისუფლებას და რა პროგრამებს ახორციელებს 'ემიგრაციის
ნატალია ჭიჭინაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ემიგრანტის სტატუსი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისათვის აირჩია.
"ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი" ემიგრანტებისათვის ახალ პროექტებს ამზადებს.

ამინდი