Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის კლინიკაში 10 დღის ინფიცირებულ ჩვილს მკურნალობენ

თარიღი : 21-11-2020, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კოვიდდადებითი 4 ჩვილი გადის მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს ნეონატოლოგიურ განყოფილებაში.

მათგან ყველაზე პატარა 9 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის ასაკის არის. მკურნალი ექიმის ნათია ხაჩიძის განცხადებით, ჩვილების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“მათგან არც ერთი არ არის ჟანგბადდამოკიდებული. ველოდებით 2 ჩვილის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს,”-ამბობს ნათია ხაჩიძე.

კოვიდდადებითი 40 ორსული და მელოგინეა მოთავსებული კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“განყოფილებაში ისევ მატება გვაქვს. თერჯოლის მკვიდრ კოვიდინფიცირებულ ორსულს ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით შეეძინა ჯანმრთელი, მამრობითი სქესის ნაყოფი. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ორსულებთან და მელოგინეებთან ერთად, განყოფილებაში 7 ახალშობილი გვყავს,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი გიორგი სხილაძე.


ნანახია: 136-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი