Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზაზა ლომინაძე: წინ წარმატებული დღეები და წლები გველოდება

თარიღი : 21-11-2020, 13:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ საკუთარი არჩევანი მე-14 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. კანდიდატმა აღნიშნა რომ ქუთაისში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

“უკვე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, ადამიანებს, რომლებთან ერთადაც გავიარეთ წინასაარჩევნო პერიოდი და მათთან ერთად უნდა ვიყო, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი. მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, დაუღალავი შრომისა და გვერდით დგომისთვის.

ჩემო თანაქალაქელებო, მნიშვნელობა არა აქვს, თქვენი ხმა ვის ერგო ამ არჩევნებში - მე თითოეული თქვენგანის ხმა ვიქნები საქართველოს პარლამენტში. წინ საინტერესო და წარმატებული დღეები და წლები გველოდება,”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.


ნანახია: 146-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზაზა მეფარიშვილმა საკუთარი არჩევანი ქუთაისის # 12 საარჩევნო უბანზე გააკეთა

ამინდი