Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში, კვების ობიექტიდან ვადაგასული პროდუქტი ამოიღეს

თარიღი : 21-11-2020, 11:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათში, რესტორან “საბანკეტო”-დან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოო მომხმარებლისთვის მისაწოდებლად განთავსებული ვადაგასული სურსათი ამოიღო.

კვების ობიექტების მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობიანი საქართველო” და ზედამხედველობის ჯგუფი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

“ორგანიზაციის მიერ მოკვლეულ იქნა ბაღდათში, რუსთაველის 22-ში მდებარე (მაიაკოვსკის ძეგლის უკან) კვების ობიექტზე შემდეგი ინფორმაცია, რომ დარღვეული იყო სანიტრულ-ჰიგიენური წესები, ასევე ობიექტში არ იყო სათანადო სისუფთავე და შეინიშნებოდა მწერები, ასევე ეჭვს იწვევდა აღნიშნულ ობიექტში გამზადებული პროდუქტის ხარისხი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საქმის მოკვლევისა და შესწავლის მიზნით, რაზეც მათი მხრიდან შეტყობინებიდან ორ დღეში განხორციელდა არაგეგმიური ინსპექტირება, აღნიშნული ინსპექტირების დროს გამოვლინდა, რომ კვების ობიექტი რეგისტრირეებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ასევე ობიექტში საბოლოო მომხმარებლისთვის მისაწოდებლად განთავსებული იყო ვადაგასული სურსათი, აღნიშნულ ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე, ასევე ობიექტი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ხოლო ამოღებული ვადაგასული სურსათი გაანადგურა სურსათის ეროვნული სააგენტოს, იმერეთის სამმართველოს შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.


ნანახია: 339-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავი ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეთა ჯგუფურ ინტოქსიკაციასთან
კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს,
მიმდინარე თვის განმავლობაში, აღნიშნულ ობიექტებში შემოწმება მეორედ ტარდება. პირველ ეტაპზე ინსპექტირება განხორციელდა 31 ობიექტში,
ვადაგასული მაწონი მართლაც მქონდა, მაგრამ ის გადმობრუნებული მქონდა, რომ კლიენტს არ წაეღო

ამინდი