Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ‘დიდების მემორიალის’ აფეთქებას გადარჩენილი ‘მზეჭაბუკი’ კვლავ ქუთაისს დაუბრუნდება

თარიღი : 20-11-2020, 16:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება „მზეჭაბუკი“ კვლავ ქუთაისში დაიდგმება. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სახელოვანი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტის „დიდების მემორიალის“ ერთადერთი შემორჩენილი ფიგურა „მზეჭაბუკი“ გახლდათ. ცხენზე ამხედრებული სკულპტურა რამდენიმე წლის წინ, ქუთაისში განვითარებული მოვლენების შემდეგ თბილისში, ბერძენიშვილის სახელოსნოში იყო გადატანილი.

“ქუთაისის ადგილობრივი მოსახლეობის არაერთი თხოვნის საფუძველზე, ქალაქის თვითმართველობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ავტორის ოჯახთან. შედეგად ოჯახმა გამოთქვა სურვილი, რომ რესტავრირებული ქანდაკება კვლავ ქუთაისს დაბრუნებოდა.

უკვე გადაწყვეტილია მონუმენტის განთავსების ადგილიც. „მზეჭაბუკი“ ირაკლი აბაშიძის გამზირზე დაიდგმება,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე მდებარე დიდების მემორიალის აფეთქებას 38 წლის ეკა ცუცხაშვილის და 10 წლის ნინო ჯინჭარაძის
ტრაგედია, რომელმაც ანა ჯინჭარაძე დედისა და უფროსი დის გარეშე დატოვა, 2009 წლის დეკემბერში მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
რეაბილიტირებულ უბანში კი ახალი ნაძვის ხე დაიდგმება.
ე.წ. მონპლაზირის თაღთან მდებარე მემორიალის აღების სამუშაოები დღეს დაიწყო.

ამინდი