Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიგა შუშანია ხელისუფლებაზე: მარტო არიან დარჩენილი და მაინც ეშინიათ, არჩევნები არ წავაგოთო

თარიღი : 20-11-2020, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
21 ნოემბერს ქუთაისში მერის და მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება.

მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს ოპოზიცია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიებიდან კომისიის ყველა წევრი და წარმომადგენელი გამოიწვიეს.

“ერთის გარდა ყველა ოფისი დავკეტეთ ქუთაისში, მთელი ჩვენი აქტივი აქციებზეა. ბანერები, პლაკატები და სატელევიზიო რეკლამა პირველ ტურში არ მქონია და ეხლა მითუმეტეს. მარტო არიან დარჩენილები კომისიებში და მაინც ეშინიათ არჩევნები არ წავაგოთო. თავისიანებს ატყუებენ: ჩუმად მუშაობს ოპოზიციაო. თვითონაც ხომ იციან პირველ ტურში როგორ მწარედ დამარცხდნენ და ეხლა დაფეთებულები დარბიან. შიშს დიდი თვალები ქონია,”-ამბობს გიგა შუშანია.


ნანახია: 145-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუკი არჩევნების მეორე ტურში კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ
მიუხედავად იმისა, რომ 'ნაციონალური მოძრაობის' პოლიტსაბჭომ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ოფიციალურად ამის შესახებ
ხარაგაულის გამგებლის პოზიციის დასაკავებლად 'ქართული ოცნების' კანდიდატი ნიკო თოფურიძე არჩევნების მეორე ტურში იბრძოლებს.

ამინდი