Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის კლინიკაში 13 ინფიცირებული ორსული შეიყვანეს

თარიღი : 19-11-2020, 21:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისში, „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 13 ორსული შეიყვანეს. ორსულები, რომელთაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დადასტურებული აქვთ, მკურნალობის კურსს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადიან. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 40 ორსული და მელოგინეა მოთავსებული.

კოვიდეცენტრში დადასტურებული ინფექციით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან შეიყვანა 12 დღის ჩვილი. მისი დაინფიცირება სავარაუდოდ დედას უკავშირდება. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.


ნანახია: 176-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი