Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ ანგარიში ხარაგაულის მერიიდან

თარიღი : 19-11-2020, 19:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულის სოფლებში მცირე პროექტების მოსაწყობად ხელშეკრულება 140 პროექტზე გაფორმდა.

ამ დროისათვის დასრულებულია 116 პროექტი, ხოლო მიმდინარეობს და დასრულების ფაზაშია 24 პროექტი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 140 მცირე პროექტის მოსაწყობად 748 217 ლარი გამოეყო.

სოფლის საერთო კრებები ხარაგაულში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა თავად ირჩევს დასაფინანსებელ პროექტებს, მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა.

პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებს შორისაა, გზების, ხიდბოგირების, სანიაღვრე არხების, ცხაურების, წყლის სისტემის, ნაპირსამაგრი გაბიონების, გარე განათების, ასევე სკვერების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნების და კულტურული ობიექტების მოწყობა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აღდგა და პროგრამის ბიუჯეტიც გაიზარდა.


ნანახია: 54-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი