Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის თეატრი 120 წლისაა

თარიღი : 19-11-2020, 19:38 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ხარაგაულის სახალხო თეატრი 120 წლისაა.

ხარაგაულში თეატრი 1900 წელში იწყებს ჩამოყალიბება.

შალვა ხარაძის და ასკალონ ლომსაძის ინიციატივით მოყვარული მსახიობები სპირიდონ კიკნაძის სახლის ეზოში იკრიბებიან და წარმოდგენებს მართავენ.

1908 წელში ხარაგაულში თეატრი ფუნქციონირებს და მის რეპერტუარში უკვე 5 სპექტაკლია.

1920 წელს ხარაგაულის თეატრალური დასის წარმომადგენლები რკინიგზელთა კლუბში იკრიბებიან და მართავენ რეპეტიციებს. ამ დროს თეატრს ნოე აბაშიძე ხელმძღვანელობდა.

1930 წლიდან ხარაგაულში უკვე მუდმივმოქმედი თეატრალური დასი იწყებს ფუნქციონირებას.

1943 წლიდან ხარაგაულის დასი სახელმწიფო თეატრის სტატუსს იღებს. სწორედ ამ პერიოდში სპექტაკლებში მონაწილეობას იღებენ მომავალში დიდი რეჟისორები იური კაკულია და დევი აბაშიძე.

1959 წლიდან ხარაგაულის თეატრი „სახალხო თეატრის“ წოდებას იღებს.

სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ოთარ აბაშიძე ხდება. თეატრი დღეს სწორედ მის სახელს ატარებს.

1967 წლიდან სახალხო თეატრის რეჟისორობას აგრძელებს ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი თამაზ კიკნაძე, რომლის მოღვაწეობის პერიოდში ათეულობით საინტერესო სპექტაკლი დაიდგა ხარაგაულის სცენაზე.

2004 წელს ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე გახდა.

ირინე ჩხეიძე დღესაც ღირსეულად აგრძელებს საუკუნოვანი თეატრის ისტორიას.

მისი რეჟისორობით დაიდგა სპექტაკლები: „ნატვრის ხე“, ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, „თანამდევი სული“, „და დროც გაჩერდება“, „სათაგური“, „დარისპანის გასაჭირი“, „ორნი“ „ხორუმი ქართული ცეკვაა“.
თეატრმა თავის ისტორიის მანძილზე არაერთი წარმატება მოიპოვა.

1990 წელს თეატრი საქართველოს სახალხო თეატრების „გრან-პრის“, ხოლო 2012 წელს იმერეთის თეატრალური ფესტივალის „გრან-პრის“ მფლობელი გახდა.

2013 წელს თურქეთის ქალაქ ქემერის საერთაშორისო ფესტივალის „გრან-პრი” მიიღო.


ნანახია: 191-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთში 20 ივნისიდან 7 ივლისამდე თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
სახალხო თეატრი, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „თანამდევი სული“ ითამაშებს.
ფესტივალში იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას

ამინდი