Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა აკავშირებს გალაკტიონ ტაბიძეს ხარაგაულის სოფელ ფარცხნალთან?

თარიღი : 17-11-2020, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. ვანის სოფელ ჭყვიშში დაბადებული, 1910 წლის გაზაფხულზე, 18 წლის გალაკტიონ ტაბიძე საცხოვრებლად გადმოდის ხარაგაულში და სოფელ ფარცხნალის სკოლაში პედაგოგად იწყებს მუშაობას.

ფარცხნალში დღესაც ნახავთ სახლს და ოთახს, სადაც გალაკტიონ ტაბიძე ცხოვრობდა. ასევე, ცაცხვის ხეს, რომელიც ბუმბერაზი პოეტის დარგულია და რომელსაც ფარცხნალში ცხოვრების პერიოდში განსაკუთრებულად უვლიდა.

სოფელში დიდი სიყვარულით იხსენებდნენ გალაკტიონს, რომელმაც იქ ერთი წელი გაატარა.

განსაკუთრებით ყვარებია ბავშვები. ერთხელ მისი საყვარელი მოწაფე გაკვეთილზე არ გამოცხადებულა, გალაკტიონს გაკვეთილების მერე სახლში მიუკითხავს. დედას უთქვამს ერთადერთი შარვალი გავურეცხე - არ გაშრა და ვერ წამოვიდა., გალაკტიონს 50 კაპიკი ამოუღია ჯიბიდან და მიუცია - ამ ფულით შარვალი უყიდეთო.

გალაკტიონი ხშირად აწყობდა სოფელში ლიტერატურულ ღონისძიებებს, კითხულობდა ლექსებს. მან ფარცხნალში ცხოვრების პერიოდში არაერთი ლექსი და პროზაული ნაწარმოები შექმნა.

გამორჩეულ სიმშვიდეს გრძნობდა თურმე გალაკტიონი ხარაგაულის რკინიგზის სადგურზე,
რასაც მოგვიანებით ლექსიც კი მიუძღვნა:

„მახსოვს ხარაგაულის
სევდიანი სადგური,
მისი ყრუ სამკაული -
აცვივნული აგური.

უშფოთველი ცხოვრება,
წყნარი, როგორც გუგული;
მესმის მოახლოებულ
ორთქმავალის გუგუნი“.


ნანახია: 157-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
გალაკტიონ ტაბიძე ვანის რაიონის სოფელ ჭყვიში დაიბადა.
როგორც Topnews.com.ge-ს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, 12:00 საათზე დაგეგმილია გალაკტიონ ტაბიძის ძეგლის გვირგვინით
გალაკტიონ ტაბიძის 122 წლისადმი მიძღვნილი იუბილე წინა წლების მსგავსად, მასშტაბურად აღინიშნება.

ამინდი