Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘საქართველოს ბანკს’ ყოფილი თანამშრომლისთვის 25 000 ლარის გადახდა დაევალა

თარიღი : 17-11-2020, 10:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ბანკს ყოფილი თანამშრომლისათვის 25 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

პროფკავშირების ინფორმაციით, პირი, რომელიც ბანკში 31 წლის განმავლობაში მუშაობდა და ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად ითვლებოდა, 2019 წლის მარტში, აბსოლუტურად მოულოდნელად, საქართველოს ბანკმა ე.წ. რეორგანიზაციის საფუძვლით გაათავისუფლა სამსახურიდან და მის ადგილზე ახლადმოყვანილი კადრი დანიშნა.

“გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მივმართეთ სასამართლოს დ.ლ-ს უფლებების დასაცავად.

2019 წლის ოქტომბერში პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა პროფკავშირის მოთხოვნა - ბათილად ცნო დასაქმებულის გათავისუფლების ბრძანება და საქართველოს ბანკს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 13 000 ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გავასაჩივრეთ.

2020 წლის 12 ნოემბერს, სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. დ.ლ.-ს სასამხურიდან გათავისუფლების ბრძანება კვლავ ბათილად მიიჩნია და საქართველოს ბანკს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 25 000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშრების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს,”-აცხადებენ პროფკავშირებში.


ნანახია: 184-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისათვის უცნობია გაასაჩივრებს თუ არა დამსაქმებელი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ მერიამ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა,
კიკვიძე, რომელიც კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობდა, 2015 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით მეორედ
"ჰერკულესი"-ს თანამშრომლებმა საწარმოს ადმინისტრაციას სასამართლო დავა მოუგეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილი თანამშრომლების- დავით ცაგარეიშვილისა და
ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბანკების 2017 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.

ამინდი