Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘30 მეძუძური ქალი ჩაიკეტა, რათა ეხსნათ სინაგოგა,’-რა უნდა ვიცოდეთ ონის ებრაელთა სინაგოგაზე?

თარიღი : 9-11-2020, 15:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ონში ებრაელობა ერთ დროს დაბის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მათ მასიურად დატოვეს რაჭა, ისრაელში წასული ონელი ებრაელების პირველი თაობიდან ცოტა თუ შემორჩა, უმრავლესობამ სახლები გაიყიდა. მართალია, რამდნეიმემ სახლი შეინარჩუნა, მაგრამ ისინი დაკეტილია და არც არავინ იცის როდის გამოჩნდებიან პატრონები,
თუმცა აქ დღესაც დგას სალოცავი, რომელიც ამ ადგილზე ოდესღაც მათი არსებობს შესახებ გვამცნობს.

ონის სინაგოგა 1895 წელს აიგო (მშენებლობა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა).

მის გუმბათზე დადგმული დავითის ვარსკვლავი საუკუნოდ შეენივთა რაჭის ლურჯ ლაჟვართებს. შენობა სიდიდით საქართველოში მესამეა თბილისის დიდი სინაგოგისა და ქუთაისის სინაგოგის შემდეგ. მდებარეობს ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩაზე. ეს არის ერთ-ერთი უძველესი სინაგოგა საქართველოში.

ის აშენებულია ნეო-მოურიულ სტილში, მშნებლობისთვის გამოყენებულია ქვის მასალა. შესასვლელის თავზე ჩასმულია მარმარილოს ფილა, სადაც ებრალული წარწერაა ამოტვიფრული. წარწერის ზემოთ, იმავე ფილაზე მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში დავითის ვარსკვლავებია გამოსახული, მათ შუაში კი აგების თარიღი - „1895 г“. სალოცავის სკამები 400-მდე კაცს იტევს, ხოლო დღესასწაულის დროს ფეხზე მდგომთა და საქალებოს ჩათვლით 700-მდე მლოცველს იტევს.

საინტერესო ის ფაქტი, რომ 1927 წელს მთავრობას სურდა სინაგოგის დანგრევა. სალოცავის
შესანარჩუნებლად უდიდესი თავგანწირვა აჩვენა ხალხმა. შენობის შიგნით თავიანთ ჩვილ ბავშვებთან ერთად ჩაიკეტა 30-მდე მეძუძური ახალგაზრდა ქალი, მათი გადაწყვეტილება ურყევი იყო: ან დახოცილიყვნენ სალოცავში ბავშვებთან ერთად, ან ეხსნათ სალოცავი. მთავრობამ უკან დაიხია, ვერ აღუდგა მეძუძურ ქალთა თავგანწირვას. ასე გადაურჩა ონის ებრაელთა სინაგოგა იმ უღმერთობის დროს დანგრევა-განადგურებას.

დღეს სინაგოგა დაკეტილია იმის გამო, რომ ონში 10 ებრაელიც კი აღარ ცხოვრობს, აქ ებრაელთა არსებობა წარსულის საკუთრება ხდება.

ლოცვა სინაგოგაში მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს, როცა ონს ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები სტუმრობენ.

ონის სინაგოგა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლია. 1995 წლის 17 სექტემბერს დიდი აღმავლობით ჩატარდა სინაგოგის 100 წლისთავის იუბილე, 2005 წელს კი 110 წლისთავის იუბილე. ეს იყო ზეიმი, როგორც ებრაელების, ასევე ქართველებისთვის. ამ ზეიმს იზიარებდა მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება.


ნანახია: 249-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაახლოებით 20 000-მდე ებრაელიდან ამ დროისათვის ქალაქში 230-მდე ებრაელია შემორჩენილი. მათ შორის უმრავლესობას მოხუცები

ამინდი