Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, სოფელ ქვედა საზანოს 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

თარიღი : 30-10-2020, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, სოფელ საზანოში, ტყლაპივაკე - სასახლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გზის აღდგენის სამუშაოები 7 კმ- იან მონაკვეთს ჩაუტარდება. პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა.

სატენდერო ვალდებულებით, გზის მშენებლობას შპს „მამისონი“ ახორციელებს. კომპანიამ სამუშაოები საავტომობილო გზის მოსაწყობად უკვე დაიწყო და მისი დასრულება 6 თვეში იგეგმება.

ტყლაპივაკე-სასახლის გზით ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით ადამიანი სარგებლობს. საავტომობილო გზით ასევე შესაძლებელია სხვა მუნიციპალიტეტთან დაკავშირებაც. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებს როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ცენტრთან დაკავშირებას.
გზის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.


ნანახია: 163-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი