Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში ორი სოფლის გაზიფიცირება დასრულდა

თარიღი : 29-10-2020, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონში, სოფელ მარტოთუბნისა და სანახშირის გაზიფიცირება დასრულდა.

სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში, სახელმწიფოს დაფინანსებით 32 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა. ახლად აშენებული გაზსადენი, ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ვახტანგ ღამბაშიძესა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და მარტოთუბანში, მუხების დასახლებაში, გაზი აანთეს.

“სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები, სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში ამჟამად, ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებენ, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება და პროცესის დასრულების შემდეგ, დამატებით კიდევ 350 - მდე აბონენტი ჩაერთვება ქსელში.

სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები 2019 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო.

“ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მეტად აქტუალურ პრობლემას წარმოადგენდა. 2013 წლიდან ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ამ დროის მანძილზე დაახლოებით 7000 - მდე აბონენტი ჩაერთო ქსელში. მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება გრძელდება“, - გიორგი გოგლიჩიძე.


ნანახია: 94-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 აბონენტი გაზიფიცირდა.

ამინდი