Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘არ გვინდა, დაიტბოროს ჩვენი სოფლები, სასაფლაოები, შეწყვიტონ მოსამზადებელი სამუშაოები,’-რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

თარიღი : 29-10-2020, 15:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რიონის ხეობის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვენ. მეოთხე დღეა მათ კარვები გაშალეს და ადგილზე მორიგეობენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ჰესი მთელს ხეობას და მათ შორის ქუთაისს საფრთხეს უქმნის, ამიტომ მის მშენებლობას არ დაუშვებენ. ადგილობრივებს, ეკოლოგები, სეისმოლოგები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ. მათ ხეობაში მსვლელობა მოაწყვეს და ტექნიკის გაყვანა მოითხოვეს.

“მეოთხე დღეა კარვები გავშალეთ და ვაპროტესტებთ ჰესის მშენებლობას. ჰესი საფრთხეს უქმნის მთელ ხეობას და ქუთაისს. ჩვენ არ გვინდა, დაიტბოროს ჩვენი სოფლები, სასაფლაოები, შეწყვიტონ მოსამზადებელი სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი გაგრძელდება,"-აცხადებენ ადგილობრივები.


ნანახია: 177-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები მდინარე რიონზე 111 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივები სოფელში ჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ამინდი