Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ხვალინდელი დღე უნდა იყოს უკეთესი და ამისთვის ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს შრომა”

თარიღი : 28-10-2020, 14:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ქართული ოცნების” ხარაგაულის მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა მხარის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ პაატა კვიჟინაძესთან ერთად დაბა ხარაგაულის მოსახლეობასთან გავმართა.

“მე ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები ამ ადამიანებთან შესახვედრად. დაბა ხარაგაულს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, დაბა ზუსტად გრძნობს ხარაგაულის პოლიტიკურ მაჯისცემას და ახასიათებს სწორ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

სიმბოლურია რომ დღევანდელი შეხვედრა ღია ესტრადაზე შედგა.

მე ვარ ღია ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში და არ ვემალები კითხვებს მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ კითხვებს არსებობის უფლება.

მე ვიცნობ ამ ადამიანებს, მე ზუსტად და ზედმიწევნით კარგად ვიცი მათი საჭიროებები, არ არის ადვილი იყო თითოეული მათგანის მერი, მაგრამ ვიღებ ამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას და აქტიურად ჩავებმები იმ საკითხების მოგვარებაში, რომელიც ხარაგაულს აწუხებს.

ხარაგაულს სულ მალე ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ხარაგაულისთვის, და ამისთვის 4 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება.

წლების განმავლობაში ხარაგაულის მთავარი პრობლემა იყო წყალარინების (კანალიზაციის) პრობლემა, რაზეც ტენდერი უკვე გამოცხადდა!

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ხარაგაულში არსებობდა პრობლემები ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის კუთხით, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შეჩერებული პროექტები უკვე განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

ვიქნები კომუნიკაციაში და აქტიურად ვითანამშრომლებ ხარაგაულის საკრებულოსთან, მომავალ დეპუტატთან, ბატონ პაატა კვიჟინაძესთან, მხარის გუბერნატორთან, ხარაგაულის გამორჩეულ ახალგაზრდებთან და იმ ადამიანებთან, რომლებმაც თავიანთი მხრებით დღემდე მოიტანეს ხარაგაულის სახელი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი დღე უნდა იყოს უკეთესი და ამისთვის ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს შრომა,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 191-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და დაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა გოგოლაძე, საარჩევნო კამპანიის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
მერობის კანდიდატი და საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი ნონა ზურაბიანი, ხიდრის მოსახლეობას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა

ამინდი