„დარგე შენი მომავალი“- გამწვანების აქცია წყალტუბოში
თარიღი : 4-04-2014, 17:22 | კატეგორია: საზოგადოება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაწყებული გამწვანების აქციის ფარგლებში, 3500 ძირი ხე დაირგო.
ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარგავების გაშენების პროცესში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი მონაწილეობდნენ.
„ახალი ხე - ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის, რომლებიც აუცილებელია აქტიურად ჩაერთონ ხის დარგვის, მოვლისა და დაცვის აქციებში. ამ მხრივ საგულისხმოა პატრიარქის ინიციატივა, რომლის თანახმადაც თითოეულმა ადამიანმა ყოველწლიურად 12 ხე უნდა დარგოს.“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კოკა მამისეიშვილმა.
აქციის „დარგე შენი მომავალი“ ფარგლებში იფნის, ნეკერჩხლის, ძელქვისა და აკაციის ნერგები ქალაქ წყალტუბოში დარგეს: დედაენის, 9 აპრილის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩებზე, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.