Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის კლინიკაში ინფიცირებულ ქალს ტყუპები შეეძინა

თარიღი : 26-10-2020, 23:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

თითოეული შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟები.

“თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთა ჩვენებით ჩატარდა. განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ,”-ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

დღესვე, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო 6 პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეში გადავიდა.

ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 77 პაციენტი რჩება.


ნანახია: 535-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი