Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა კეთდება ხონში მოსწავლეების უსაფრთხოებისათვის?

თარიღი : 26-10-2020, 16:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მერია მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციეელბული სამუშაოების ანგარიშს აბარებს.

მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"რა კეთდება ხონში იმისთვის, რომ რომ მოსწავლეებმა სკოლაში თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნონ!? ბოლო წლების განმავლობაში ხონში ეტაპობრივად მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქ. ხონის №3 საჯარო სკოლას;

ქ. ხონის №1 საჯარო სკოლაში გარემონტდა სპორტული დარბაზი და სველი წერტილები;

№2 საჯარო სკოლაში გარემონტდა სპორტული დარბაზი და მიმდინარეობს სველი წერტილების რეაბილიტაცია;

ქ. ხონის №4 საჯარო სკოლაში გამოიცვალა სახურავი, დამონტაჟდა გათბობა, გარემონტდა სპორტული დარბაზი და სველი წერტილები და შეიღება ფასადი;

სველ წერტილებსა და სპორტ. დარბაზს ჩაუტარდა რეაბილიტაცია სოფ. ივანდიდის საჯარო სკოლაში;

სოფლების გუბის, კუხის, კონტუათის, ხიდისა და ძეძილეთის კოლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო სველი წერტილები;

სველი წერტილი და რამდენიმე საკლასო ოთახი გარემონტდა სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში;

სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლაში ამჟამად მიმდინარეობს სველი წერტილების რეაბილიტაცია;

აღსანიშნავია, რომ ზემოთჩამოთვლილ ყველა სკოლას აქვს ადაპტირებული შესასვლელები და სველი წერტილები;

ასევე, სოფელ გორდის სკოლის სრული რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულებულია,"-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 187-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი